Bootstrap Slider

ჩვენს შესახებ


წამყვანი ქართული სამშენებლო ჰოლდინგი „ბურჯი“-ს მოღვაწეობა საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში 1998 წლიდან იწყება. კომპანია შედის სს „ქართუ ჯგუფი“-ს შემადგენლობაში და ასევე ფლობს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან მრავალფუნქციურ ქარხანას (ლითონის, მინის, ხის, PVC და ა.შ. წარმოება)  - კომპანიას „ელიტა ბურჯს“, აგრეთვე, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ საქველმოქმედო ასოციაცია „ატუ“-ს. 

სამშენებლო კომპანია „ბურჯი“-ს მიზანია კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების ინტეგრირება. 

კომპანიის მენეჯმენტის და თანამშრომლების დიდი ძალისხმევის შედეგად, კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო ჰოლდინგად დამკვიდრდა. არსებობის მოკლე პერიოდის მანძილზე,  “ბურჯი” მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანიად ჩამოყალიბდა. 

სხვა გენერალურ კონტრაქტორ კომპანიათა შორის, “ბურჯი” უპრეცედენტო ხარისხის სამუშაოების და დეველოპერული პროექტების ყველაზე სწაფ განმახორციებელ კომპანიად არის ცნობილი.  “ბურჯი“-ს მოღვაწეობა ტექნოლოგიის და მშენებლობის ურთიერთგადამკვეთ სფეროში, მაღალი ხარისხის სტანდარტებთან შესატყვისობას უზრუნველყოფს. კომპანიამ, საკუთარი რესურსების უახლესი და დახვეწილი სამშენებლო და საწარმოო ტექნიკის მუდმივი შევსებით, რასაც იგი საქართველოში მოქმედი ნორმების და წესების თანახმად ახორციელებს და ამავდროულად, მნიშვნელოვნად ითვალისწინებს და ეყრდნობა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმებს, სამშენებლო სამუშაოთა მაღალკვალიფიციური მწარმოებლის ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს სამშენებლო ბაზარზე. 500-ზე მეტი თანამშრომლით დაკომპლექტებული კომპანია “ბურჯი” სწრაფად ჩამოყალიბდა საიმედო სამშენებლო კონტრაქტორად, რომელმაც მოახდინა მაღალი ხარისხის საპროექტო ინვესტიციების შესაძლებლობის დემონსტრირება, უმთავრესად სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობის პროექტირებაში, 700 მილიონი ევროს ოდენობით. სხვა სამშენებლო კომპანიებს შორის, კომპანია „ბურჯმა“ მაღალი საიმედოობის და სამშენებლო პროდუქციასთან დაკავშირებული ეფექტური მომსახურების შემსრულებელი კომპანიის სახელი მოიპოვა.

ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების დროს, კომპანია „ბურჯი“ ძალისხმევას არ იშურებს თავისი დამკვეთების და საქმიანი პარტნიორების მიზნების მისაღწევად, კარგად მომზადებული თანამშრომლების და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის მხარდაჭერით ყოველთვის აკმაყოფილებს ნებისმიერი დამკვეთის მოლოდინსა და საჭიროებებს.


საზაფხულო საკონცერტო დარბაზი ურეკში
ჰერბარიუმი ბოტანიკურ ბაღში
ბათუმის დელფინარიუმი
კავკასიის ფრანგული სკოლა

შვილობილი კომპანიები


პარტნიორები


Copyrigt © 2015